ორდღიანი სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა ევროპის მოედანზე. 70-ზე მეტ მეწარმეს ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სახლის დეკორი და სხვა პროდუქტები პროდუქტები აქვთ წარმოდგენილი.
ვიზიტორებს ქართული ნაწარმის გაცნობისა და დაგემოვნების საშუალება აქვთ. სამეწარმეო მარკეტი ,,აწარმოე საქართველოში’’ ორგანიზებით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.