მონადირეების მოთხოვნა

18 აგვისტო 2018, 00:00 1562 ნახვა

დღეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო. ნადირობის მსურველებმა,  თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

გ​არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, განსაზღვრულია ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. მონადირეთა ნაწილი დრეს ბათუმში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, როგორც აცხადებენ მათ ნადირობისთვის ტერიტორია არ აქვთ. ისინი დახმარებას აჭარის მთავრობას თხოვენ, საიდანაც ჩვენ გარემოს დაცვის სააგენტოში გადაგვამისამართეს, უწყებასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი