დავით მეხეშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო. წელს პირველად შეჯიბრში მონაწილეობას 14 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებენ. გუნდები ბათუმის სხვადასხვა უბნიდანაა დაკომპლექტებული. ტურნირი მერვე წელია რაც ტარდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციაა.