ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაცია

16 აგვისტო 2018, 00:00 2250 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია ითხოვს ტურისტული სეზონის დასრულებამდე მათ მუშაობის უფლება მისცენ. როგორც აღმოჩნდა, დამსვენებლებმა ამ გაფრთხილებისა და ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდნენ. “ველმონდისადმინიასტრაციამ ხვალ 18 საათამდე შენობიდან სტუმრები უნდა გაიყვანოს  და შეწყვიტოს საქმიანობა - გაფრთხილება უწყებისგან გუშინ მიიღეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, რომლებიც მათი ინფორმაციით ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა.  ოფიციალური განცხადების გაკეთება სასტუმროს ადმინისტრაციამ რამდენიმე საათის წინ დაანონსა. რას აპირებს „ველმონდის“ ადმინისტრაცია, გაკეთდა თუ არა ოფიციალური განცხადება და რა მოხდება, იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სასტუმრომ არ შეწყვიტოს ფუნქციონირება?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი