საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამა

20 ივლისი 2016, 00:00 3549 ნახვა

"საკურორტო რეაბილიტაციის" პროგრამა გრძელდება. მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნაწილი დღეს ურეკში გაემგზავრა. მოზარდები ზღვისპირა კურორტზე ორ კვირას გაატარებენ და ფიზიოთერაპიული პროცედურები ჩაუტარდებათ. სულ ზაფხულის განმავლობაში მერიის პროგრამით 380 ბენეფიციარი, მათ შორის რამდენიმე ვეტერანიცაა. სეზონის სხვადასხვა დროს ისინი ურეკში, ბაკურიანსა და წყალტუბოში დაისვენებენ.

ამავე კატეგორიაში