ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

14 აგვისტო 2018, 00:00 2346 ნახვა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება ხვალ დოლართან მიმართებით 2.63 ლარი იქნება. კურსი გაცილებით მაღალია ჯიხურებში. ექსპერტების მოლოდინი კიდევ უფრო პესიმისტურია. მათი ნაწილი  თურქული ლირის გაუფასურების გავლენაზე საუბრობს,  ნაწილი კი ამბობს რომ ეს ფაქტორი პირიქით პოზიტიურად უნდა ასახულიყო საქართველოზე.

თურქული ვალუტა ანკარა - ვაშინგტონის დაპირისპირების კვალდაკვალ წლის დასაწყისიდან 40 პროცენტით გაუფასურდა. ქართულმა ლარმა კი მკვეთრი გაუფასურება 9 აგვისტოდან დაიწყო. ცნობისთვის ვითარება მსგავსი იყო გასული წლის შემოდგომაზეც, თუმცა მაშინ თურქული ლირა გაცილებით მყარი იყო.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში