კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მონაწილეებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეხვდა და მათ კურსის მიზანზე, მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და კურორტ გოდერძის განვითარებაში მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
წელს, „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტ გოდერძიზე ტურისტული ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. მონაწილეებმა შეისწავლეს ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ. ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი წელს პირველად დაიწყო.