BIAFF-საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

14 აგვისტო 2018, 00:00 1959 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი 16 სექტემებრს გაიხსნება და მასზე  35 ქვეყნიდან 100 -მდე კინო იქნება წარმოდგენილი. რიგით მე-13  ფესტივალს, კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად, კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი, წელს ფესტივალი სპეციალურ ჯილდოს ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემს.

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ბათუმის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე გაიმართება. ფესტივალს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ჟიურის თავმჯდომარე წელს სერგეი რახლინი იქნება, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის თავმჯდომარეა- ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის კინოდაჯილდოება „ოქროს გლობუსს“ ატარებს. ბათუმის საავტორო კინოს რიგით მე-13 ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზნტი“ მოხვდა. საავტორო კინოს ფესტივალი ბათუმში 23 სექტემბერს დაიხურება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი