დღეს დიდგორობაა. საქართველოში დიდგორის ბძროლიდან 897-ე წლისთავს ზეიმობენ. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. წელს თავდაცვის სამინისტროს მედალი „დიდგორი ჯვარი“ უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას გადაეცათ. ჯილდოს გადაცემა 2014 წელს დაწესდა, რომელსაც ყოველი წლის 12 აგვისტოს, გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის აძლევენ. სახალხო დღესასწაულზე დაგეგმილია ხალხური სიმღერებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, უკვე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
„დიდგორობას“ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე დიდგორის ბრძოლიდან 897 წლის აღსანიშნავად, ბათუმში საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით სახალხო ზეიმია დაგეგმილი.