10 წელი შინდისის ბრძოლიდან

11 აგვისტო 2018, 00:00 1496 ნახვა

10 წელი შინდისთან მომხდარი ბრძოლიდან, 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირთა მემორიალთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. გმირთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და სამხედროების გმირობის ისტორიას იხსენებენ. დილით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი წირვა შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგეს.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც ასახულია 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია. ბრინჯაოს ძეგლის აგებისთვის მილიონ ლარამდეა მობილიზებული. საქართველოს მთავრობამ 530 000 და თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი