დიდი ინტერესი და დიდი პოტენციალი - მაჭახელას ეროვნული ტყე - პარკით წლიდან წლამდე უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება - პარკი წელსაც უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიერა, ვიდრე შარშან. მოწყობილია ბილიკები და პარკამდე მისასვლელი გზა, ტურისტებს სთავაზობენ სამ უნიკალურ ტურს, მათ შორის ღვინის, კულინარიულსა და ფოლკლორულს.
ადგილობრივები მეტ ყურადღებას და ფინანსური სახსრების მობილიზებას ითხოვენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც აჭარაში არსებულ დაცულ ტერიტორიებს შესაძლოა შემოდგომაზე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.