„საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა.
ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. საქმე ეხება 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ 5 აპრილს მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულია 6 ადამიანი, მათ შორის მენეჯერული რგოლის თანამშრომლები, ასევე დაკავებულია 1 პირი 2 ივნისს ტყიბულში დაღუპული 2 მუშის საქმეზე. რაც შეეხება 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტის საქმეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.