საგამოძიებო კომისიამ დღეს 4 არასრულწლოვანი გამოკითხა

04 აგვისტო 2018, 00:00 1115 ნახვა

4 არასრულწლოვნის გამოკითხვის შემდეგ,რომელთაგან ერთი გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის ახალ დეტალებზე დღეს ინფორმაცია არ მიუღია. კომისიის წევრები ამბობენ, რომ გამოკითხულებმა ნაწილობრივ დაადასტურეს საქმეში უკვე გამოვლენილი ახალი გარემოებები და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან მომხდარის შესახებ.

კომისიამ მოწმეების ძირითადი ნაწილი უკვე გამოკითხა, ორშაბათს უკვე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ, რის შემდეგაც საგამოძიებო კომისიის 17-ვე წევრი ერთობლივად შეუდგება საბოლოო დასკვნის მომზადებას. პარლამენტს კი მოხსენებას სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს. 

ამავე კატეგორიაში