საგამოძიებო კომისიის წევრები ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე 4 არასრულწლოვანს კითხავენ. სხდომა მედიისთვის დახურულია. გამოსაკითხი მოზარდებიდან 3 ჩხუბში მონაწილეა ერთი კი თვითმხილველი.
კომისიის ოპოზიციონერი წევრები იმედოვნებენ, რომ არასრულწლოვნები სრულად უპასუხებენ და დეტალები დადგინდება. ქართული ოცნების წევრებს კი მიაჩნიათ, რომ დღევანდელი დაკითხვიდან მნიშვნელოვანი გარემოებები არ გამოიკვეთება.