“ოცნების ქალაქში” 2000 – მდე ოჯახი ხელისუფლების დახმარებას ელის

03 აგვისტო 2018, 00:00 2382 ნახვა

მოგიყვებით ბათუმში არსებულ ე.წ. ”ოცნების ქალაქზე,” რომელზეც არაერთი რეპორტაჟი გავიდა “მთავარში,” არაერთხელ აღვწერეთ ის გაუსაძლისი პირობები, რაშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს – თუმცა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით, რადგან ახალი მთავრობის პირობებში, კვლავ დღის წესრიგში დგება საკითხი – მემკვიდრეობა რომელიც უკვე მესამე თავმჯდომარეს დახვდა.

ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად შექმნილმა კომისიამ მუშაობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაასრულა, დაადგინა რომ ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ათეულია ეკომიგრანტი, რამდენიმე ასეული კი სოციალურად დაუცველი. ამ ოჯახების უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ ვერ გამოინახა უსაფრთხო საცხოვრისი, ტერიტორიით კი ვერ სარგებლობს კერძო მესაკუთრე. კერძო ბიზნესის ჩართულობა და საკითხის ამ გზით მოგვარება ახსენა მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ – ირინე წუწუნავა ცდილობდა გაერკვია, რამდენად სწრაფად იმოქმედებს მთავრობა და კონკრეტულად ვის შეეხება შეღავათი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი