ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო წვრთნა ''ღირსეული პარტნიორი 2018'' გაიხსნა

01 აგვისტო 2018, 00:00 1364 ნახვა

ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო წვრთნა “ღირსეული პარტნიორი 2018” გაიხსნა.  „ძალა პარტნიორობაშია–საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზინდეტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარე. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები. ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საქართველოს, ამერიკის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ამაღლება, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი