NDI- მოსახლეობის 57% ფიქრობს რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

01 აგვისტო 2018, 00:00 1829 ნახვა

გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 6% მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში. 12% აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას, ხოლო 10% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რჩეულს - ასეთია NDI-ს ახალი კვლევის შედეგები.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 62 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნის კურსი სწორია.

NDI-ს კვლევის თანახმად, წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას „კარგად“. გარდა ამისა, რესპონდენტების 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.

გამოკითხვის შედეგად  სხვადასხვა ტენდენციები გამოიკვეთა. რა თემებზეა გამახვილებული ყურადღება ენ-დი-აის კვლევაში და რა ტენდენციები გამოიკვეთა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში