ტაქსის  მძღოლი  ძალადობის,  გაუპატიურებისა  და  ძარცვის  ბრალდებით  დააკავეს

01 აგვისტო 2018, 00:00 1940 ნახვა

გაუპატიურების, ძალადობისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს. 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. მან, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა.

ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ტაქსის მძღოლის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი