“საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები”- დისკუსია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის გაიმართა.
ღონისძიების მიზანი საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობების განხილვაა, ევროკავშირის სტანდარტების, არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.