„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობამ კომპანია ,,ალიანს ფრივილიჯ“-ს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ვადების დარღვევა აპატია და არც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა გადაახდევინა, რითაც აჭარის რუსპუბლიკურმა ბიუჯეტმა მილიონამდე ლარი იზარალა. მისივე მტკიცებით, რეგიონმა შემოსავლები კ 2-ი კოეფიციენტის გადასახადის სახითაც დაკარგა, ხოლო სანაპირო ზოლში, იქ სადაც ,,ალიანს ფრივილიჯ“-ი მშენებლობას აწარმოებს, კა 2-ი კოეფიციენტის გამოყენების შემთხვევაში საკრებულოს დადგენილება მოსაკრებელს ითვალისწინებს, რაც კომპანიას, მისი თქმით, არ გადაუხდია.
ნოდარ დუმბაძის გათვლებით, საუბარია 5 მილიონ ლარზე. ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვობს, რომ კორუფციულ გარიგებაში ჩართულები არიან : ყოფილი პრემიერი,გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. ბრალდებების საპასუხოდ მერიაში გვითხრეს,რომ „ ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის „დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“ საკითხზე სატელევიზიო კომენტარი კი არ გააკეთეს. ჩვენ კომპანიის იურისტსაც დავუკავშირდით. გოჩა გამკია დაგვპირდა, რომ დეტალებზე საკითხის შესწავლის შემდეგ ისაუბრებს.