მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოტანიკურ ბაღთა ქუჩების გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტროტუარების, სანიაღვრე სისტემების, ბორდიურების და დამცავი კედლების მოწყობა. ასევე დაიგება დეკორატიული ფილები და დამონტაჟდება გარე განათება. ქუჩების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 387 ათას 21 ლარი დაიხარჯება. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა.