საპროტესტო აქცია

23 ივლისი 2018, 00:00 1553 ნახვა

ფიროსმანის 16 ნომერში მცხოვრებლებმა ,,იალჩინ ჯგუფის’’ მოთხოვნები გააპროტესტეს.  მოქალაქეების თქმით,  საცხოვრებელი სახლის სადარბაზოების ჩიპები გაფუჭებულია, რის გამოც სახლში შესვლას ვერ ახერხებენ, კომპანია “იალჩინ ჯგუფი” კი თანხის გადახდას ითხოვს.  მათივე ინფორმაციით,  კორპუსში  მხოლოდ ერთი ლიფტი მუშაობს, სადარბაზოები კი დანაგვიანებულია.

35 სართულიან სახლში მცხოვრებლები შენობის მე-3 სართულზე სასტუმროს ფუნქციონირებასაც აპროტესტებენ. ამბობენ, რომ არა აქვთ ავტოფარეხი, რაც ხელშეკრულებითი იყო გათვალისწინებული. მოსახლეობის პრეტენზიებს დღეს ,,იალჩინ ჯგუფის’’ იურისტმა უპასუხა.  დავით დავითაძის თქმით,  25 ლარი რომლის გადახდასაც კომპანია  ითხოვს, მომსახურების საფასურია.  
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი