ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დაიწყება. პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით მოლაპარაკება გზის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს.
ე.წ-ულ საფრის ხიდთან, შუა სოფლის, დიდაჭარის და ხულოს ცენტრის მონაკვეთზე გზის აღდგენით სამუშაოებისთვის 10 მილიონამდე ლარი იხარჯება. შეგახსენებთ ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა აქამდე უნდა დაწყებულიყო.