აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარეობის  კანდიდატს  გაერთიანებული  კომიტეტების  სხდომაზე უსმენენ

19 ივლისი 2018, 00:00 2071 ნახვა

აჭარის მთვარობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე თავის პროგრამას და გუნდს უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობს. თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტის წევრებს  უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებენ.  როგორც ცნობილია, რიჟვაძე მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მინისტრებს ცვლის.

განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები კი თანამდებობებს ინარჩუნებენ.  ოპოზიცია რიჟვაძის გუნდს მხარს არ დაუჭერს. დამტკიცებისთვის თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაურობისთვის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი 14 მანდატი აქვს. ირინე წუწუნავა მუშაობს უმაღლეს საბჭოში და ახლა დეტალებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.

განახლებული:

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი