საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, რამდენიმე საათში დაასახელებს. ბრიფინგი 18:00 საათზე ჩაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უკვე გაიარა, უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საინიციატივო ჯგუფთან.
საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ ამ პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის, ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანის, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავას კანდიდატურა წარუდგინეს.
თორნიკე რიჟვაძემ და არმაზ ახვლედიანმა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე დაასახელეს.
მმართველი გუნდის რჩეული, ოთხი მინისტრიდან ორს თანამდებობაზე ტოვებს, ორი კი ახალი სახეა. პოსტებს შეინარჩუნებენ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები.
თანამდებობას დატოვება მოუწევთ ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს, რომელსაც ჯაბა ფუტკარაძე ჩაანაცვლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრს ავთანდილ მესხიძეს ტიტე აროშიძე შეცვლის.
რაც შეეხება არმაზ ახვლედიანი გუნდს.თუკი პრეზიდენტი რეგიონის პირველი პირის პოსტზე მის კანდიდატურას წარადგენ, ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მზია დიდმანიძე, ეკონომიკის სფეროს მალხაზ ნაკაშიძე ჩაიბარებს. განათლების მინისტრობის კანდიდატად ირინა ხაჟალია, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელად ჯემალ ცეცხლაძე დასახელდება.
გოჩა გუგუნავას გუნდის წევრები ამ ეტაპზე არ დაუსახელებია.
ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, 4 ივლისს დატოვა.