საქართველოს და ყირგიზეთის პრემიერების შეხვედრა

17 ივლისი 2018, 00:00 1800 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ გააქტიურდეს მთავრობათაშორისი კონსულტაციების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი