აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის ვადა ხვალ იწურება

17 ივლისი 2018, 00:00 2360 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დასახელების ვადა პრეზიდენტს ხვალ ეწურება. გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უკვე გაიარა, უამღლესი საბჭოს პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საინიციატივო ჯგუფთან.

საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ ამ პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის, ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანის, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავას კანდიდატურა წარუდგინეს.

უმაღლესი საბჭოს მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევანს სწორედ მათ მიერ შერცეულ კანდიდატზე შეაჩერებს. აქვე გეტყვით, რომ უმაღლესმა საბჭომ  გაასაჯაროვა თორნიკე რიჟვაძის მინსიტრთა კაბინეტის შემადგნელობა. ოთხი მინისტრიდან ორი ახალი სახეა.  პოსტებს შეინარჩუნებენ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები. 

ამავე კატეგორიაში