აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარის  კანდიდატზე  კონსულტაციები  გრძელდება

16 ივლისი 2018, 00:00 3735 ნახვა

მთავრობის  თავმჯდომარეობის  კანდიდატის  წარსადგენად პრეზიდენტს ვადა ორ დღეში ეწურება.  კონსულტაციების  პარალელურად   აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის საკითხი თუ ვის მიერ შეთავაზებული  კანდიდატი უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს  გიორგი მარგველაშვილმა.

ამ ეტაპზე პრეზიდენტს კონსულტაცია სამ ჯგუფთან ჰქონდა – უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე, ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანი და საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავა შესთავაზა. იურისტების განმარტებით, კანონის თანახმად პრეზიდენტს შეუძლია ამ სამი კანდიდატიდან არც ერთზე არ შეაჩეროს არჩევანი და  საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.    

“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ რადგან ქართული ოცნება მმართველი პარტიაა პრეზიდენტმა მათი რჩეული თორნიკე რიჟვაძე უნდა დაასახელოს.  თუმცა იურისტების განმარტებით, მსგავსი ჩანაწერი აჭარის კონსტიტუციაში არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი