“პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს”-ეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა.
ირაკლი კობახიძისთვის პრეზიდენტის მხრიდან დამატებითი დროის აღება გაუგებარია. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დროულად დაასახელებს, პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ თორნიკე რიჟვაძე კარი კანდიდატია.