პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეს მედიის გარეშე შეხვდა

14 ივლისი 2018, 00:00 1689 ნახვა

აუდიენცია მედიის გარეშე.  გიორგი მარგველაშვილი  “მმართველი გუნდის” მიერ დასახელებულ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ, თორნიკეს რიჟვაძეს  დღეს შეხვდა.  ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძის ხედვები პირადად მოისმინა. თავად აბაშიშვილი ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად კი საინიციატივო ჯგუფების წევრებს  ესაუბრა.

სწორედ ამ ჯგუფმა შესთავაზა პრეზიდენტს გოჩა გუგუნავას კანდიდატურა. ითვალისწინებს თუ არა აჭარის კონსტიტუცია საინიციატივო ჯგუფის მიერ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას? აბაშიშვილი განმარტავს, რომ ინიცირების უფლება ყველას აქვს, თუმცა საბოლოოდ პროცესმა უმაღლეს საბჭოში უნდა გადაინაცვლოს.  დღესვე კონსულტაციები  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებთანაც შედგა.

ამავე კატეგორიაში