გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდა

13 ივლისი 2018, 00:00 2360 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის  უმაღლეს საბჭოში, რამდენიმე წუთის წინ მივიდა. დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილი  დეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაა.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად, აჭარაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც იმყოფება. 

გასულ კვირას, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. კონსულტაციების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი ის დაამტკიცოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი