აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 23 %-ით გაიზარდა

13 ივლისი 2018, 00:00 2160 ნახვა

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. 2018 წლის, 6 თვის  მონაცემებით 808, 437 ვიზიტი განხორციელდა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ვიზიტორების მატებაა ბათუმის ბოტანიკური ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკში და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტორები რიცხვი 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ობიექტს 6 თვეში, 91 098 ადამიანი სტუმრობდა. 

ბათუმის დელფინარიუმში იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტი, 40 866 სტუმარი იყო. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ 27 438 შეადგინა ივნისში, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 

6 თვეში 72%-ით მეტი, 19, 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც

გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა, 100 023 ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა. 

ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. გასულ წელს, პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი