საქართველოს პრეზიდენტს დეპუტატები დღეს აჭარაში ელოდებიან

13 ივლისი 2018, 00:00 1905 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი დღეს აჭარაში ჩამოდის. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში ადგილობრივ დეპუტაციასთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაა.

გასულ კვირას, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. კონსულტაციების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი ის დაამტკიცოს.

ამ დრომდე უცნობია, გიორგი მარგველაშვილი დამოკიდებულება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. 

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, ახალი კანდიდატურა ორ დღეში დაასახელა. ''ქართულმა ოცნებამ''  არჩევანი თორნიკე რიჟვაძეზე შეაჩერა. 

''პრეზიდენტის წარდგენის შემთხვევაში მზად ვარ განახლებული მთავრობით წარვუძღვე აჭარას -  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი