მარადიდში კომპენსაციებს ითხოვენ

11 ივლისი 2018, 00:00 1928 ნახვა

კირნათი - მარადიდის მოსახლეობა ჰესის მშენებელი კომპანიისგან დამატებით კომპენსაციას ითხოვს. ადგილობრივები, რომლებიც მეფუტკრეობით არიან დაკავებულნი, აცხადებენ, მას შემდეგ რაც ჰიდროელექტრო სადგური ფუნქციონირებას დაიწყებს  ამ დარგს საფრთხე შეექმნება.

მათი თქმით, წყლის დაგუბებით წარმოშობილი მაღალი ტენიანობის  გამო ისინი იძულებული არიან  ან უარი თქვან ამ საქმიანობაზე, ან თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით გადაინაცვლონ  თაფლის საწარმოებლად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი