დავა  გზის  გაყვანის  გამო

10 ივლისი 2018, 00:00 1660 ნახვა

 მახინჯაურში, აღმაშენებლის 13 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები ეზოდან მეზობლის მიერ კერძო საკუთრებაში გზის შეყვანას აპროტესტებენ. მათი თქმით, მურთაზ ქათამაძე თვითნებურად აკეთებს სადრენაჟე სამუშაოებს, სანიაღვრე არხში ძველ მილებს აწყობს, რაც კორპუსის ეზოს ავიწროვებს და ბავშვებისთვის  მოედნის მოწყობას ხელს შეუშლის.

ქათამაძე გზის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ორი კვირის წინ პოლიციამ გააფრთხილა, მაგრამ დღეს კორპუსის ეზოში სამშენებლო მასალები ისევ შეიტანა და მიწის მოშანდაგება განაგრძო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მახინჯაურში, გულნაზ ღლონტი ირწმუნება, რომ ქათამაძეს გზის მშენებლობა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული არა აქვს. თავად ქათამაძე პირად საუბარში განმარტავს, რომ კორპუსის მცხოვრებელთა უმრავლესობასთან შეთანხმებული იყო და მას ამის დამადასტურებელი დოკუმეტიც აქვს. მეზობლებთან შელაპარაკების შემდეგ ქათამაძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი