ჭუბერში დროებითი ხიდის მშენებლობა 4 დღეში დასრულდება. ხიდის გამოყოფის თხოვნით უწყებას საგანგებო შტაბმა მიმართა. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა.
5 ივლისს ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. წარდგინების ბრძანება პრეზიდენტმა გამოსცა.