პრეზიდენტთან კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება. გიორგი მარგველაშვილი აჭარაში ჩამოსვლას ნატოს სამიტის შემდეგ გეგმავს.
უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან, ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი მათ კანდიდატურას, თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს. ამ ეტაპზე დაწყებული არ არის კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ თორნიკე რიჟვაძის დასახლების შემთხვევაში, რიჟვაძე დეპუტატების წინაშე განახლებული მინისტრთა კაბინეტით უნდა წარსდგეს. თორნიკე რიჟვაძეს დამტკიცებისთვის 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას 14 წევრი ჰყავს.