ჭუბერში დროებითი ხიდის მონტაჟი დაიწყო. მდინარე ნენსკრას კალაპოტს ხიდის კონსტრუქციის განთავსებისთვის ამზადებენ. ადგილზე იმყოფებიან გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედროები.
დროებითი ხიდის მონტაჟი 4 დღეში უნდა დასრულდეს. ის მდინარე ნენსკრას ორ მხარეს ერთმანეთთან დააკავშირებს. ხიდის გამოყოფის თხოვნით უწყებას საგანგებო შტაბმა მიმართა.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. 5 ივლისს ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.