პოლიტიკური ვითარება თურქეთში

16 ივლისი 2016, 00:00 4548 ნახვა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა. დაშავებულია 1440 ადამიანი. 2 ათას 839 მეამბოხე დაკავებულია. დასავლური სააგენტოების ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა .ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა. 

ამავე კატეგორიაში