მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები

16 ივლისი 2016, 00:00 2508 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარე ახალ მინისტრთა კაბინეტს უახლოეს დღეებში წარადგენს. ზურაბ პატარაძე ადასტურებს, რომ ორი მინისტრი შეიცვლება. სოფლის მურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძეა წარდგენილი, ის გაეროს განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობს აჭარაში.  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად კი რამაზ ბოლქვაძე დასახელდა, რომელიც უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავით ბალაძე გუნდში რჩება, თუმცა დღეს არ დაუკონკრეტებია რომელ პოზიციაზე იმუშავებს.  

ამავე კატეგორიაში