“ოცნების” რჩეული

07 ივლისი 2018, 00:00 1487 ნახვა

განათლებას და სამუშაო გამოცდილებას ასახელებს მმართველი გუნდი თორნიკე რიჟვაძის  მთავარ ფაქტორებად , თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაში’ ამბობენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა უმაღლეს საბჭოსა და პოლიტ საბჭოში, პროცესში კი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული.

უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” დეპუტატები ფიქრობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს აქვს უნარი გაუმკლავდეს რეგიონის გამოწვევებს. დაუჭერს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მხარს წარდგენილ კანდიდატს? დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ქვეყნის პირველი პირი რეგიონში ხელოვნურ კრიზისს არ შექმნის თორნიკე რიჟვაძის მხარს დაუჭერს.

ამავე კატეგორიაში