აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც რამდენიმე წუთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა დაასახელოს მმართველმა გუნდმა, თორნიკე რიჟვაძე გამოჩნდა.
მაუწყებლის ჟურნალისტის ინფორმაციით, იგი შენობაში იმყოფება.
პარლამენტის დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ, მაუწყებელთან დაადასტურა, რომ სწორედ რიჟვაძეა უმრავლესობის რჩეული ამ პოსტზე.
სავარაუდოდ, სწორედ მის კანდიდატურას დაასახელებენ ზურაბ პატარაძის შემცვლელად.
ზურაბ პატარაძენ თანამდებობა 4ივლის დატოვა.
ამ დრომდე უმრავლესობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა.