თავდაცვის მინისტრის ავრანეთში ვიზიტისას სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

06 ივლისი 2018, 00:00 1571 ნახვა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის” მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა, არაპირდაპირი ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი სწორედ ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო.  

IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.  ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა.

მოგვიანებით ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, შეხვედრა გამართეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი