როტაცია გუნდში - ზურაბ პატარაძის განცხადება გადადგომის შესახებ

04 ივლისი 2018, 00:00 1911 ნახვა

საკუთარი თუ გუნდის  გადაწყვეტილება? მიზეზებზე დღეს ზურაბ პატარაძეს არ უსაუბრია.  იგი ერთ ერთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებს შორის, რომელიც რეგიონს ყველაზე ცოტა ხანს მართავდა.  ზურაბ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ჩვენ არაერთხელ მოვამზადეთ მასალა, თუმცა ყველა ჩვენს შეკითხვაზე გვპასუხობდა, რომ გუნდთან ერთად აგრძელებს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.

ის, რომ წასვლას აპირებდა რამდენიმე დღის წინაც უარყო. მაშინ რატომ დატოვა თანამდებობა? ზურაბ პატარაძემ გადადგომის შემდეგაც ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. საგანგებო ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა სიტყვა როტაცია.  მადლობა გადაუხადა გუნდს, საკანონმდებლო ორგანოსა და მოსახლეობას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი