საგარეო უწყების განცხადება

16 ივლისი 2016, 00:00 2134 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა.  უწყება მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში  შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:  90 53 36 90 30 40 , 90 54 18 18 44 00.  დამატებით მოქმედებს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზი- 577 98 40 20. 

ამავე კატეგორიაში