ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ გუნდში რჩება და მისი შემცვლელის შერჩევაშიც არის ჩართული

04 ივლისი 2018, 00:00 1861 ნახვა

''ეს არის ჩვეულებრივი როტაცია და აბსოლუტურად სწორი. ადრე ვიყავი ელჩი, დადგა დრო, როცა უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში ელჩად ან დავბრუნებულიყავი სამშობლოში. ეს არის ჩვეულებრივი როტაციის პროცესი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ  მე ვარ გუნდის წევრი. ჩემი ამ თანამდებობიდან  წასვლა არ ნიშნავს, რომ მე არ გავაგრძელებ მუშაობას, მალევე გაიგებთ სად და როგორ" - თქვა ზურაბ პატარაძემ. რაც შეეხება მის შემცვლელს, პატარაძის განცხადებით თავად არის ჩართული კანდიდატურების შერჩევის პროცესში და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ვინ იქნება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არ ამისი შემცვლელი თორნიკე რიჟვაძე, პატარაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. 

"განიხილება არა მხოლოდ ერთი კანდიდატურა, სხვებიც არიან და ვინ იქნება ამას მალე გაიგებთ. ამას შეარჩევს გუნდი და მეც მათ შორის" - განაცხადა პატარაძემ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში