ილია ნაკაშიძე: პატარაძესთან კონსულტაციების კვირის ბოლოს იყო ჩანიშნული ​

04 ივლისი 2018, 00:00 1637 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე აცხადებს, რომ აჭარის დეპუტაციას ზურაბ პატარაძესთან კონსულტაციები კვირის ბოლოს ჰქონდა ჩანიშნული. 

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, არ აკონკრეტებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტოვებს თუ არა თანამდებობას საკუთარი სურვილით. 

ილია ნაკაშიძის თქმით, პატარაძის მმართველობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. 

როგორც ცნობილია, ზურაბ პატარაძე გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო. მისი გადაგომის შესახებ ინფორმაციაც, სწორედ პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გააქტიურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს ზურაბ პატარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას. მთავრობაში ბრიფინგი 14 საათზეა ჩანიშნული. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი