არასრულწლოვნის გატაცება

01 ივლისი 2018, 00:00 1432 ნახვა

ე.წ მესაზღვრეების მიერ მიერ მე-12 კლასელის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი მოქმედებს. არაოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარზე ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს,რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნაა, შაბათ-კვირის გამო არ შეყოვნდეს დაკავებულის გათავისუფლება.

ამავე კატეგორიაში