მოზარდების მკვლელობის საქმე

30 ივნისი 2018, 00:00 1452 ნახვა

ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს ხვდებიან. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ახსნა-განმარტებას მოისმენენ, ის ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.  ამასთან, კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი მნიშვნელოვანია.

როგორც მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე სავარაუდოდ იქნება საუბარი იმ რეკომენდაციებზე, რომელზეც მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისითაც, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციების მიღება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი