შესაძლოა ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის შემადგენლობა გაფართოვდეს

27 ივნისი 2018, 00:00 1565 ნახვა

ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი 33 პირის ვინაობა ცნობილია. მათ შორის არიან  დავით გურწიევი და  ალიკ ტაბოევი. 33-ვე პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ  სიის შემადგენლობა გაიზარდოს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში არ ფიგურირებენ რუსეთის მოქალაქეები. მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ შესაბამისი ზომების მიღება, რაც გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სიაში შეყვანილი პირებისთვის სავიზო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი